Log In
Register

მტ(ვ)ერი / Dust, the Enemy Lyrics

Psychonaut 4 - Beautyfall
Band
Album

Beautyfall

(2020)
TypeAlbum (Studio full-length)
GenresDepressive Black Metal
LabelsTalheim Records
Album rating :  90 / 100
Votes :  2
7. მტ(ვ)ერი / Dust, the Enemy (6:33)
სევდის მაგვარი სიმშვიდე ტანში, მოჟრუანტელო ტალღები კანში.
ვიფიქრე ამას ვერვინ წამართმევს, მაგრამ გავორდი სულ ცოტახანში...
ხან ვიძირები უძირო ტბაში, ხანაც კარი ვარ, ვკიდივარ ცაში...
რამის თქმას ვცდილობ, ბზარი მაქვს ხმაში,
მისი ღრუბელი სველდება ძმარში.
ფოთლების შრიალს მივუგდე ყური,
თითქოს ჩამესმის ზარის ხმა მთაში. რითმაში რხევით მაცეკვებს ქარი, ამ სიტყვებს მიღმა აზრი რა არის? კონტრასტებს მგონი
მაწვდის მომგონი, რა უნდა იყოს მისი სადარი...
ვაცნობიერებ, ვიღიმი ტუჩთან: "ეგრე სად არის, ეგრე სად არის!?"

გისმენ! და ვერ ვხდები, მითხარი ისევ, თორემ ვნებდები.

ზედაპირის სიღრმის ჩაწვდომა მწყურია, ასე ამბობენ - „განცდა რთულია".
საამურია ფიქრი აწმყოზე, წარსულის ჭრილში, მომავლად ქცევით.
ყველა ნაპირის სიგრძე ნულია, მასშტაბის ჯამი კუთხით თქმულია.
დაძაბულია ჩემი გონება, ცოტა შევსვი და ისევ მწყურია...
დრო გაჩერდება, გამახსენდება - ყველა წვრილმანი შენი გულია.
ხან ზევით ვარ და ხანაც ქვევით, ნაბიჯი უკვე გადადგმულია.
გასაძლისა ჩუმი ტკივილი, შენი გაცნობა ისევ მწყურია.
და ამ ვაზიდან ცისარტყელაში, ყველა ნიშანი სასხულია.

გისმენ!

მტერი ჩემში, ჩემივე ხმით მიმითითებს მიზეზს სხვებში.
ცრუ ნაკვალევს მივუყვები, მტვერი ადევთ ფაქტებს სხვენში.
სიგიჟის ზღვარს შორით ვლანდავ „ან ახლოა?" - ვფიქრობ ხვნეშით.
აზრის სიღრმეს თუ ჩავწვდები აღარ ვივლი იქნებ ლეშით.
სხეულს ისე მივატღევ და გულს ვიმშვიდებ ამ ნუგეშით...
თითქოს ვხდები, "არ გაჩუმდე!" მათხოვარი დაგდევ პეშვით.

გისმენ! და ვერ ვხდები, მითხარი ისევ, თორემ ვნებდები,

ის რაც შენში მათრობს, ვიცი რომ გამათბობს.
იქ გააჩერებ დროს, დამტოვებ არასდროს.
დავიღალე, მოდი მალე.
Share on Facebook
Share on Twitter
Added by level 21 Eagles       Last modified by level 21 Eagles
Psychonaut 4 - Beautyfall
Beautyfall - Album Credits
Members
  • Graf : Vocals
  • Drifter : Guitars, Additional Vocals
  • S.D. Ramirez : Guitars, Additional Vocals
  • Glixxx : Guitars
  • Alex Menabde : Bass
  • Nepho : Drums
Other staff
  • Maxime Taccardi : Artwork
  • Christophe Szpajdel : Logo
  • Alex Menabde : Producer
Info / Statistics
Artists : 46,177
Reviews : 10,029
Albums : 165,589
Lyrics : 216,954